სემინარი: “სათემო რადიო და მრავალფეროვნება”

12370825_1007779062623041_4806957492644972747_o

8-11 დეკემბერს გორის, მარნეულის და ნინოწმინდის სათემო რადიოების ჟურნალისტებისთვის მორიგი ტრენინგი ჩატარდა. სესიებს ბრიტანელი მედიაექსპერტი ნიკოლას ნუჯენტი უძღვებოდა.

სათემო რადიოების პროექტი 2006 წელს BBC World Service Trust-ის ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყო.

დღეს სათემო რადიოების ქსელი „პოლიფონია“ სამ რადიოს აერთიანებს: რადიო “ნორი” (ქ.ნინოწმინდა), “ხალხის ხმა” (ქ.მარნეული) და რადიო “მოზაიკა” (ქ.გორი). პროექტი დიდი ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.