“ევროპის სახლში” სათემო რადიოების ქსელის პრეზენტაცია გაიმართა

baneri radio

baneri radio
7 დეკემბერს, “ევროპის სახლში” სათემო რადიოების ქსელის “პოლიფონია” პრეზენტაცია გაიმართა. რადიოპროექტს ახორციელებენ “სტუდია რე” და ბრიტანული ორგანიზაცია “მედია ტრენინგ ცენტრი”. პროექტის მხარდამჭერია დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში.

სათემო რადიოების პროექტი 2006 წელს BBC World Service Trust-ის ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყო. მოეწყო რადიო სადგურები ნინოწმინდასა და მარნეულში. სათემო რადიოებისათვის ჟურნალისტების შერჩევის მიზნით, ჩატარდა კონკურსი. შერჩეულ კანდიდატებს გამოცდილმა ბრიტანელმა და ქართველმა ჟურნალისტებმა ჩაუტარეს ტრენინგი ჟურნალისტიკასა და მედია მენეჯმენტში.

დღეს სათემო რადიოების ქსელი „პოლიფონია“ უკვე სამ რადიოს აერთიანებს: რადიო “ნორი” (ქ.ნინოწმინდა), “ხალხის ხმა” (ქ.მარნეული) და რადიო “მოზაიკა” (ქ.გორი). სათემო რადიოს იდეის გავრცელებაში პროექტის პარტნიორები არიან რადიო “ათინათი” (ქ.ზუგდიდი) და რადიო “ჰერეთი” (ქ.ლაგოდეხი). ასევე, პროექტში მონაწილეობენ აფხაზი და ოსი ჟურნალისტები.