„სტუდია რე“ და „მედია ტრენინგ ცენტრი“ ახორციელებენ სათემო რადიოთა ქსელის პროექტს

treningi

„სტუდია რე“ და ბრიტანული ორგანიზაცია „მედია ტრენინგ ცენტრი“, დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით, ახორციელებენ სათემო რადიოთა ქსელის პროექტს „პოლიფონია“.
პროექტი ითვალისწინებს გორის, ნინოწმინდის და მარნეულის სათემო რადიოების ჟურნალისტებისთვის ტრენინგების ჩატარებას, მომზადებული თემატური გადაცემების გაცვლას. პროექტში ასევე მონაწილეობენ პარტნიორი რადიოები „ჰერეთი“ და „ათინათი“. ვიმედოვნებთ, მალე ქსელს აფხაზი და ოსი კოლეგებიც შემოუერთდებიან.