სემინარი თემაზე “სათემო რადიო და სამოქალაქო ინტეგრაცია”

treningi 1

22-25 ოქტომბერს „სტუდია რე“-ს ორგანიზებით, ბორჯომში ოთხდღიანი სემინარი „სათემო რადიო და სამოქალაქო ინტეგრაცია“ ჩატარდა. სემინარს მარნეულის, ნინოწმინდის და გორის სათემო რადიოების და მათი პარტნიორების, „ჰერეთის“ და „ათინათის“ ჟურნალისტები ესწრებოდნენ. სესიებს ანჯელინა ფუსკო, BBC-ს ყოფილი უფროსი რედაქტორი და კევინ ბარდენი, მედია ტრენინგ ცენტრის დირექტორი უძღვებოდნენ. სემინარზე რადიოების წარმომადგენლებმა განსაზღვრეს საკუთარი აუდიტორია, მიიღეს რჩევები გადაცემის დაგეგმვასთან და საეთერო ბადის შემუშავებასთან დაკავშირებით. სემინარი ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა